13 ნოემბრიდან, თბილისის ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება
ამობეჭდვა · 2017-11-11 14:31:40 · 187 ნახვა

თბილისის მერია ახლადარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახლადარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობისთანავე, ავტომატურად,  უფლებამოსილება შეუწყდებათ მოქმედი მერს, მერის მოადგილეებს, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და რაიონების გამგებლებს.

„საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ახლადარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტასგულისხმობს.

მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან, ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.



ავტორი: MediaMall.ge