ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის საგარეო უწყების გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერა დაადასტურა
ამობეჭდვა · 2017-11-11 15:28:00 · 64 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილი ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტმანეტის მეორე გენერალურ მდივან, ევროკავშირის საკითხებში განყოფილების გენერალურ დირექტორთან რორი მონტგომერის შეხვდა.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ირლანდიის ურთიერთობების დინამიკა. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას მაღალი დონის ვიზიტების, ასევე ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების განხორციელების კუთხით.
 
შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე, მათ შორის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე.  მონტგომერი მიესალმა საქართველოს წარმატებებს ევროინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა ირლანდიის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი. მინისტრის მოადგილემ ირლანდიურ მხარეს გააცნო საქართველოს ხელისუფლების სამომავლო პრიორიტეტები ევროკავშირთან მაქსიმალური ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ზოგადად ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რომელიც გაერთიანების მომავალ განვითარებას უკავშირდება, მათ შორის ე.წ. "ბრექსიტსა“ და მის გამოწვევებს ირლანდიისთვის.​



ავტორი: MediaMall.ge