რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს თავაზიანი და კომფორტული ადამიანი უწოდა
ამობეჭდვა · 2017-11-11 17:17:00 · 94 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კარგი მანერების მქონე და კომფორტული ადამიანი უწოდა.

ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ხანმოკლე საუბარიც ჰქონდათ.  

"ჩვენ ცოტა რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი  ძალიან თავაზიანია. ჩვენ გვქონდა ნორმალური დიალოგი, თუმცა სამწუხაროდ, ეს დიალოგი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა",-განაცხადა პუტინმა. 

"დაგეგმვისა და პროტოკოლის საკითხები იყო იმის ბრალი, რომ პირისპირ შეხვედრა არ გაიმართა",-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. 



ავტორი: MediaMall.ge