მაგდა პაპიძე: რომელი მკვლელობა გააპიარეთ ასე
ამობეჭდვა · 2017-11-11 19:42:00 · 1869 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უვადო პატიმრობამისჯილი სამი ქალი 2015 წელს შეიწყალა. ეს ქალბატონები სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლით იხდიდნენ, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას და სახელმწიფო საზღვარზე აკრძალული ნივთიერებების გადატანას გულისხმობს. შეწყალების კომისია უვადო მსჯავრდებულების საკითხზე მუშაობას კვლავ აგრძელებს, თუმცა, დაზუსტებული არ არის, მიმართა თუ არა პრეზიდენტს შეწყალებით თხოვნით ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ, რომელსაც მეუღლის და შვილის - ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

არაოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით, პაპიძემ პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნა გაგზავნა, თუმცა, ეს ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. "ნანუკას შოუში“ სატელეფონო ჩართვისას, პაპიძე აღნიშნავდა, რომ "მაგდა პაპიძის საქმის წაგებით ფარდა აეხადა საქართველოში სოციალური მდგომარეობის დეგრადაციას".



ავტორი: MediaMall.ge