ენმ-ს ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას დაასუსტებს - ,,მედიის ადვოკატირებისთვის"
ამობეჭდვა · 2017-11-11 20:20:52 · 106 ნახვა

,,ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას დაასუსტებს, - ასე აფასებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ენმ-ს წინადადებას.

,,მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ თუ პარლამენტი და მთავრობა გადაწყვეტენ, რამდენი ჰქონდეს დაფინანსება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს დამოუკიდებლობას დაასუსტებს. თავის დროზე, დაფინანსების მთლიან შიდა პროდუქტთან მიბმა სწორედ იმით იყო ნაკარნახევი, რომ არხსა და ამ ინსტიტუტს ჰქონოდა მეტი დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის გარანტიები. დაფინანსება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ამ ინიციატივაში საუბარია, თითქოს, პარლამენტს უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეფექტურობა შეამოწმოს. მე ვერ ვიხსენებ, მათ შორის ვერც უმცირესობის მხრიდან, რომ მაუწყებლის წლიური ანგარიშების წარდგენისას, რაიმე ტიპის ადეკვატურა ან საინტერესო კითხვები დასმულიყო პროგრამირების ნაწილში, ან თუნდაც იმაზე,  მართლა ეფექტურად იხარჯება თუ არა თანხები“, – აცხადებს კოალიციის წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა, ინიციატივა, რომლის ავტორი დეპუტატი რომან გოცირიძეა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინასნების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

 



ავტორი: MediaMall.ge