ჰიუსტონის ზოოპარკში იაგუარმა ორი ბოკვერი გააჩინა
ამობეჭდვა · 2017-11-11 20:36:40 · 117 ნახვა

ტეხასის შტატის უდიდეს ქალაქში, ჰიუსტონის ზოოპარკში, ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად, იაგუარს ორი ბოკვერი შეეძინა. დედა იაგუარი და მისი ახალშობილი შვილები თავს კარგად გრძობენ და არც დამთვალიერებლების ფოტოკამერებს ერიდებიან.

იაგუარი გავრცელებულია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ამ მტაცებელი ცხოველის მაკეობა 3,5 თვეს გრძელდება და შობს 4-მდე ბოკვერს.

 



ავტორი: MediaMall.ge