54:22 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადის გუნდი დაამარცხა
ამობეჭდვა · 2017-11-11 20:49:44 · 112 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩები წარმატებით დაიწყო.

54:22 - ამ ანგარიშით მოიგეს დღეს ბორჯღალოსნებმა ტესტ-მატჩი, რომელიც  კანადის ნაკრებთან გაიმართა.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის გადაწყვეტილებით, ამ მატჩში თავის გამოჩენის შანსი რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბეს მიეცა.

ნოემბერში ეროვნული ნაკრები სულ სამ ტესტ-მატჩს გამართავს. ამ შეხვედრის შემდეგ ქართული გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ მეტოქეს, უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.



ავტორი: MediaMall.ge