სპეცოპერაცია სიცილიაში, დაკავებულია კოზა ნოსტრას 24 წევრი
ამობეჭდვა · 2017-11-11 21:11:11 · 673 ნახვა

სიცილიაში, ქალაქ კატანიაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა მაფიოზური დაჯგუფების 24 წევრი დააკავეს.

აღნიშნული დაჯგუფების - Santapaola-Ercolano-ს ხელმძღვანელი 51 წლის ანტონიო ტომაზელია. ადგილობრივი მედიის -Palermo-ს ინფორმაციით, კოზა ნოსტრას ხელმძღვანელი დაკავებული არ არის, თუმცა, სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია მაფიოზური დაჯგუფების ხელმძღვანელის, ანტონიოს უახლოესი გარემოცვა, მათ შორის, ჯოვანი მატინა, რომელსაც ანტონიოს მარჯვენა ხელად თვლიან.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ირაღის უკანონო შენახვაში, ადამიანების დაშანტაჟებაში, დაშინებასა და ფულის გამოძალვაში. მაფიოზური დაჯგუფების წევრებს საკმაოდ მძიმე ბრალდებებით აღძრულ 7 სხვადასხვა საქმეზე მოუწევთ პასუხისგება.

 



ავტორი: MediaMall.ge