მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთმა კოლეგამ დაანაშაულა
ამობეჭდვა · 2017-11-11 22:41:11 · 233 ნახვა

უკვე  15 - მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთმა კოლეგამ დაანაშაულა. Usatoday-ს ინფორმაციით,  ამჯერად, სპეისის სექსუალურ შევიწროებაში ბრალი მსახიობმა ენდი ჰოლტსმანმა დასდო. მისი თქმით, ინციდენტი 1981 წელს მოხდა, როდესაც ის ნიუ-იორკის დრამატულ თეატრში მუშაობდა. ჰოლსმანი მაშინ 27 წლის იყო, სპეისი კი მასზე 5 წლით უმცროსი, თუმცა უკვე პოპულარული მსახიობი იყო.

სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში მხილებული ცნობილი მსახიობი სპეისი და რეჟისორი ვაინშტეინი ,,სექსზე დამოკიდებულებისგან” განკურნებას ცდილობენ.

Daily Mail-ის ინფორმაციით, პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა და მსახიობმა კევინ სპეისიმ, რომლებსაც სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა კოლეგამ დასდო ბრალი, გადაწყვიტეს მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრ Meadows-ში. ამ კლინიკის თავდაპირველად ვაინშტეინი ეწვია, გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ ამავე კლინიკას მიმართა კევინ სპეისმაც.

აღნიშნულ სარეაბილიტაციო ცენტრში სექსზე დამოკიდებულებისგან განკურნება ხდება.

სექსუალურ სკანდალში თავდაპირველად ვაინშტეინი გაეხვა, რომელიც ჯერ სამსახურიდან დაითხზოვეს, შემდეგ, ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს და ბოლოს, ცოლი გაშორდა. ვაინშტეინის შემდეგ, მსახიობებმა სხვა პროდიუსერებიც ამხილეს, კევინ სპეისის გარშემო კი, სექს-სკანდალი 30 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მსახიობმა ენტონი რაპმა ჰოლივუდის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. ამ ამბიდან მალევე, კომპანია Netflix-მა სერიალ "ბანქოს სახლის" ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. პარალელურად, ამერიკულმა სატელევიზიო პრემია Emmy Award-სმა გადაწყვიტა, რომ კევინ სპეისის კინოინდუსტრიაში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის ,,2017 წლის საპატიო ემის" აღარ გადასცემს.

 

 



ავტორი: MediaMall.ge