პუტინს და ობამას შორის არ იყო ,,ქიმია“ - დონალდ ტრამპი
ამობეჭდვა · 2017-11-11 23:54:14 · 222 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მასსა და რუსეთის ფედერაციის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შორის საუკეთესო ურთიერთობა დამყარდეს, რაც ვერ გამოუვიდა მის წინამორბედს, ბარაქ ობამას  ,,ქიმიის“ არარსებობის გამო.

,,მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინთან საუკეთესო ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია  და ეს ორივე ქვეყნისთვის ძალიან კარგი  იქნება...

ჰილარი შეეცადა, მაგრამ  წარუმატებლად გამოუვიდა... ამის შესახებ არავინ საუბრობს ... მან ეს სულელური ,,გადატვირთვის“ ღილაკის მეშვეობით სცადა,  ეს უბრალოდ სასაცილო იყო " - განუცხადა ჟურნალისტებს ტრამპმა, - ამის შესახებ, თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

ტრამპი გულისხმობდა ეპიზოდს, როდესაც სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სიმბოლურად ,,გადატვირთვის ღილაკი" (кнопку перезагрузки) აჩუქა, რომელსაც რუსულ ენაზე ,,გადატვირთვა“  (перегрузка) შეცდომით ეწერა -  ,,ობამამ სცადა რუსეთის ლიდერთან ურთიერთობის აწყობა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, იმიტომ, რომ მათ შორის არ იყო ,,ქიმია“, არ იყო სწორი ,,ქიმია“.



ავტორი: MediaMall.ge