არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 2017-11-12 09:10:26 · 86 ნახვა

თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთის და მარტვილის მერების ასარჩევად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას 317 უბანზე აკვირდებიან, განცხადებები არ გაუკეთებიათ.
რაც შეეხება სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლებს, რომლებიც რეგისტრირებულები იყვნენ თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურზე, მათ უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ მეორე ტურზეც. 
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 71 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია,
ასევე, 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და 82 მედია ორგანიზაცია.



ავტორი: MediaMall.ge