ენმ-მ ოზურგეთში საარჩევნო პროცესს ბოიკოტი გამოუცვახა - პარტიამ 62 უბნიდან ყველა წარმომადგენელი გაიწვია
ამობეჭდვა · 2017-11-12 10:14:00 · 119 ნახვა

ოზურგეთის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

​ოზურგეთში მერობისთვის ,,ქართული ოცნებიდან” ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იბრძვიან.


„ყველა უბანი დროულად გაიხსნა. ამ დრომდე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.”- განაცხადა # 60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენეიშვილი.

დღეს ოზურგეთის 62 უბანზე საუბნო კომისიები იმუშავებენ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გარეშე. პარტიამ საარჩევნო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და უბნებიდან მისი ყველა წარმომადფგენელი გაიწვია. 

ოზურგეთში სულ 62 საარჩევნო უბანია და 62 290 ამომრჩეველია რეგისტრირებული.



ავტორი: MediaMall.ge