არასდროს მითქვამს, რომ ის პატარა და მსუქანია, თვითონ კი, ბებერს მიწოდებს - ტრამპი კიმ ჩენ ინზე ნაწყენია
ამობეჭდვა · 2017-11-12 10:34:00 · 1439 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე, კიმ ჩენ ინზე ნაწყენია, თუმცა იმედოვნებს, რომ მასთან დამეგობრებას შესძლებს.

„რატომ მომაყენა შეურაცხყოფა კიმ ჩენ ინმა, როდესაც „ბებერი“ მიწოდა. მე ხომ არასდროს მითქვამს, რომ ის „პატარა და მსუქანია“. არა და ვცდილობ მისი მეგობარი გავხდე, იქნებ ოდესმე ასეც მოხდეს“ - დაწერა Twitter-ზე ტრამპმა.

1 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რაკეტა უწოდა, მანამდე კი შეშლილი, რადგან კიმ ჩენ ინი „მშვიდად ადევნებს თვალ-ყურს, თუ როგორ იხოცება შიმშილით მისი ხალხი“.

 



ავტორი: MediaMall.ge