ფხენიანი ბირთვული დარტყმისთვის მზად არის - კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა
ამობეჭდვა · 2017-11-12 11:25:00 · 475 ნახვა

ფხენიანი მზად არის ბირთვული დარტყმა განეხორციელებინა აშშ-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის ოქტომბერში გადასცა. ინფორმაციას РИА Новости სანდრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წერილის შინაარსი ამერიკული მხარისთვის ცნობილი გახდა. ამის შემდეგ ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ თავისი პოზიცია შეცვალა“ - აცხადებს წყარო სააგენტოსთან საუბრისას.

მოგვიანებით კი, რუსეთის პრეზიდენტის პრესს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული წერილის შესახებ მათთვის ცნობილი არ არის.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 ნოემბერს განაცხადა, სტრატეგიული მოთმინების ხანა ჩრდილოეთ კორეის მიმართ დასრულდა. „არ დავუშვებთ ამერიკის ქალაქებს განადგურებით ვინმე დაემუქროს“ - აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა. 



ავტორი: MediaMall.ge