მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება
ამობეჭდვა · 2017-11-12 11:29:00 · 511 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. ინფრომაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

ამასთან, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.



ავტორი: MediaMall.ge