მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება - პრემიერი განცხადებას გააკეთებს
ამობეჭდვა · 2017-11-12 11:39:00 · 763 ნახვა

საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება. პირველი არხის ინფრომაციით, მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი, რომელთა შესახებაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ხვალ გააკეთებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.



ავტორი: MediaMall.ge