ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახეს
ამობეჭდვა · 2017-11-12 12:08:00 · 135 ნახვა

ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიებს კონკრეტული პირები ადგენენ. ამის შესახებ ინფრომაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" წარომადგენლი ფიქრია მამარდაშვილი ავრცელებს. მისი განცხადებით, აღნიშნული ქმედება ვიდეომასალით აღბეჭდა, რასაც მცირე ინცინდენტი მოჰყვა და 43-ე საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახა. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა მისთვის კამერის წართმევა სცადეს.

"ოზურგეთის 43-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი დეპუტატი საარჩევნო სიებს ადგენდა. ეს ყველაფერი დავაფიქსირე. ამით ისინი ამომრჩეველზე ზეგავლენას ახდენენ. მანქანებში სიები იყო. პატრულოს ეკიპაჟი გამოვიძახე. მოვიდნენ "შკოდას" მარკის ავტომობილებით, თუმცა სამართალდამცავებმა ჩემზე მოახდინეს ზეწოლა. ხელითაც კი შემეხნენ და კამერის წართმევა სცადეს მერე ჟურნალისტები მოვიდნენ და სამართალდამცავებმა ჩემზე ზეწოლა შეწყვიტეს" - განაცხადა ფიქრია მამარდაშვილი.



ავტორი: MediaMall.ge