ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდება - რომან გოცირიძე
ამობეჭდვა · 2017-11-12 12:50:00 · 762 ნახვა

ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროს უერთებენ. ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქცია იყო ნული.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო. არაერთხელ ვამბობდით ამის აუცილებლობის შესახებ. ამ სამინისტროს ფუნქცია იყო ნული. თურმე ეკონომიკის სამინისტროს უერთებენ. ესეც კარგია. მერე გაფართოებულ ეკონომიკის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტროც უნდა მიუერთო და სამივე ერთად გააუქმო. ამით მორჩება სამი აბსოლუტურად უფუქნციო უწყების ისტორია”, - აღნისნა რომან გოცირიძე.



ავტორი: MediaMall.ge