მიხეილ ჯანელიძე მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს ადასტურებს
ამობეჭდვა · 2017-11-12 13:38:00 · 268 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე მთავრობაში დაგეგმილ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ადასტურებს. 

"მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ მიმდინარეობს გუნდში ცვლილებების პროექტზე მუშაობა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და როდესაც ეს ცვლილებები შესაბამისად მომზადდება ამას პრემიერი გააჟღერებს", - განუცხადა ტელეკომპანია "იმედს" მიხეილ ჯანელიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს



ავტორი: MediaMall.ge