საოლქო-საარჩევნო კომისიებში 7 საჩივარია შესული - ანა მიქელაძე
ამობეჭდვა · 2017-11-12 13:53:00 · 93 ნახვა

ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 7 საჩივარია შესული. 

როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განუმარტა, საჩივრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის დაწერილი. 

”მცირე პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით, 7 საჩივარია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საოლქო-საარჩევნო კომისიებში. მაგალითად, ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის 124-ე საარჩევნო უბანზე პარტია ”ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობის” მიერ დანიშნული წევრი, რომელსაც უფლებამოსილება პარტიის მიერვე ჰქონდა შეწყვეტილი, გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და მიიღო მონაწილეობა კენჭისყრის წინა პროცედურებში. კომისიის თავმჯდომარემ როდესაც დააფიქსირა, რომ აღნიშნულ წევრს ჰქონდა შეწყვეტილი უფლებამოსილება, დაუყოვნებლივ დაატოვებინა საარჩევნო უბანი. ასევე, ქუთაისში #74-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი შეცდომით იყო შეყვანილი გადასატანი ყუთის სიაში. ეს ამომრჩეველი კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრი გახლდათ. გადასატანი ყუთის სიის შედგენისას დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ამომრჩევლისა სიაში შეტანილი იყო თვითონ განმცხადებელი”, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 



ავტორი: MediaMall.ge