ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო უწყებას შეუერთდება
ამობეჭდვა · 2017-11-12 14:08:00 · 121 ნახვა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.

ინფორმაციას მთავრობასი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავსირებით პირველი არხი ავრცელებს. წყაროს თანახმად ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გადანაწილებდა,  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უქმდება და ნაწილი კულტურის სამინისტროს, ნაწილი კი განათლების სამინისტროს უერთდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ვხალ გააკეთებს. 

 



ავტორი: MediaMall.ge