ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-12 14:50:00 · 131 ნახვა

ზუგდიდის რაიონში ავტომობილი ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.



ავტორი: MediaMall.ge