ქუთაისის ერთ-ერთ უბანიდან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გააძევეს
ამობეჭდვა · 2017-11-12 14:54:00 · 137 ნახვა

ქუთაისში 124-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც უბნის თავმჯდომარემ აღმოაჩინა, რომ სპეციალურ სიაში აღნიშნული პირი შეყვანილი არ იყო, მას უბანი დაატოვებინეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი უბანზე დაახლოებით 40 წუთის განმავლიბაში იმყოფებოდა. როგორც უბნის თავმჯდომარე ნათია ნაცვალაძე ამბობს, პარტიამ თავისი წევრები კომისიიდან გაიწვია და მას უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.



ავტორი: MediaMall.ge