ბარსელონაში კატალონიის ყოფილი მინისტრების გათავისუფლებას ითხოვენ
ამობეჭდვა · 2017-11-12 16:18:00 · 133 ნახვა

ბარსელონაში დემონსტრაცია მიმდინარეობს. აქციის ასობით ათასი მონაწილე კატალონიის ყოფილი ხელისუფლების წევრების გათავისუბლეას ითხოვს. მომიტინგეები 8 ყოფილი მინისტრისა და ორი აქტივისტის დაკავებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსპარანტები უჭირავთ წარწერით „კატალონია – რესპუბლიკაა“, „პუჩდემონი პრეზიდენტად“.

როგორც ცნობილია, დღეს ბარსელონაში ჩასვლას ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გეგმავს.



ავტორი: MediaMall.ge