40 დეპუტატი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს
ამობეჭდვა · 2017-11-12 16:54:00 · 112 ნახვა

ევროპარლამენტის 40 დეპუტატი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის უნდობლობას უცხადებს. მიზეზად პოლიტიკოსები ევროკავშირიდან გასვლის პროცესის გაწიანურებას ასახელებენ.  მეის საქმიანობით უკმაყოფილოები არიან მისივე მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. The Sunday Times-ის ცნობით, კონსერვატორებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო შეშფოთებულები არიან ევროკომისიაშიც. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს ლონდონს ე.წ. ბრექსითის დროს კონკრეტული ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში. 



ავტორი: MediaMall.ge