მთავრობას ნდობის გამოცხადება თავიდან დასჭირდება - პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე
ამობეჭდვა · 2017-11-12 17:17:00 · 129 ნახვა

თუ სამინისტროების რაოდენობა 13-მდე შემცირდება, მთავრობას ნდობის გამოცხადება თავიდან დასჭირდება. ამის შესახებ "პირველ არხთან" საუბარში პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

"კონსტიტუციით, ასეთი განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს. წარდგენიდან ასევე ერთკვირიანი ვადა აქვს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელოს”, – აღნისნა კახიანმა.


მოქმედი კონსტიტუციით, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი სამთავრობო პროგრამა უნდა იყოს.

 



ავტორი: MediaMall.ge