მთავრობაში პერსონალური და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კონსულტაციები დღეს გაიმართება - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 2017-11-12 18:06:00 · 59 ნახვა

მთავრობაში პერსონალური და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კონსულტაციები დღეს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, საჭირო გახდება, თუმცა ეს ყველაფერი დასაზუსტებელი ჯერ არ არის.

,,ზოგადად, თუ მესამედით იცვლება მთავრობის შემადგენლობა, ამ შემთხვევაში საჭიროა პარლამენტმა გამოუცხადოს ნდობა მთავრობის ხელახალ შემადგენლობას. თუ ამ მასშტაბით იქნება ცვლილებები, ამ შემთხვევაში ნდობას გამოუცხადებს პარლამენტი მთავრობას. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ნდობის გამოცხადება საჭირო გახდება, თუმცა ეს ყველაფერი დასაზუსტებელია კონსულტაციების შედეგად”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, პრემიერის პრეროგატივაა ინიციატივების წარდგენა და დეტალებს საზოგადოება პრემიერ-მინისტრისგან მოისმენს.



ავტორი: MediaMall.ge