რიმა ბერიძე "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას უარყოფს
ამობეჭდვა · 2017-11-12 18:24:00 · 214 ნახვა

რიმა ბერიძე უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციას, თითქოს ის გურიაში, კერძოდ სოფელ ნასაკირალში გადასატან ყუთს დაჰყვება.

თბილისის საკრებულოში ჩუღურეთის არჩეული მაჯორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ სოფელში იმყოფებოდა, თუმცა მას გადასატან ყუთთან საერთო არაფერი ჰქონდა. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ამის დასტურად ფოტოებსაც ავრცელებნ. მათი თქმით, ეს ფაქტი საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და მომხდართან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ. 



ავტორი: MediaMall.ge