17:00 საათის მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარი შევიდა - ცესკო
ამობეჭდვა · 2017-11-12 18:40:00 · 113 ნახვა

ცესკო-მ გამოაქვეყნა 17:00 საათის მონაცემები ამომრჩევლების აქტივობის შესახებ, რომლის მიხედვით დაახლოებით 27 პროცენტმა მიიღო ამ დროისათვის კენჭისყრაში მონაწილეობა. მათგან ისევ ლიდერობს ოზურგეტისა და ბორჯომის ამომრჩეველი. ყველაზე ნაკლები რაოდენობის ამომრჩეველიკი, საარჩევნო უბნებზე ქუთაისში მივიდა. მთლიანობაში, ამ დროისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა 88 522 ამომრჩეველმა მიიღო.

"საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში, მოცემული დროისათვის შესულია 21 საჩივარი, რომლებიც ძირითადად შეეხება მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებს. მათგან ყველაზე მეტი საჩივარი 9 და 9 შესული არის ბორჯომსა და ოზურგეთში, ქუთაიში არის შესული ორი საჩივარი, ხოლო ერთი ხაშურში" - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ. მისი თქმით, არც ერთი საჩივარი არ არის შესული ყაზბეგისა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში.



ავტორი: MediaMall.ge