მიხეილ სააკაშვილი აქციაზე მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად მივიდა
ამობეჭდვა · 2017-11-12 19:07:00 · 1249 ნახვა

უამინდობის მიუხედავად, კიევის ცენტრში მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა საპროტესტო აქციები არ წყდება. უკრაინის დედაქალაქში ოპოზიციის მომხრეები ე.წ. აღშფოთებულთა მარშს მართავენ. მსვლელობა მიხაილოვის მოედანზე დაიწყო და რადას შენობასთან მიტინგით დასრულდება. აქციის მონაწილეები პარლამენტს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებასა და ანტიკორუპციული სასამართლოს შექმნისკენ მოუწოდებენ. მომიტინგეებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშცილმა, რომელიც აქციაზე მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად მივიდა. "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებს გარკვეული შედეგები უკვე მოჰყვა და უკრაინელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლობა თქვენ, რომ ამინდის მიუხედავად, ყველა მედიაში დაბლოკვის მიუხედავად აქ ხართ. ზეციული ასეულის გმირებს უნდა ვუთხრათ, რომ მათი გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. აქ ცოლთან და შვილებთან ერთად მოვედი. უნდა დავამტკიცო, რომ საუბრები ჩვენი აქციების საშიშროების და აგრესიულობის შესახებ ტყუილია, ჩვენი აქციები უსაფრთხოა, მაგრამ საფრთხეს ატარებს ოლიგარქებისთვის. ერთად გავიაროთ კონსტიტუციის მოედანზე, რომ დაგვინახონ და იქ გამოვაცხადოთ ჩვენი მოთხოვნები. დავამტკიცოთ, რომ მეტნი და მეტნი ვართ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 



ავტორი: MediaMall.ge