„ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა
ამობეჭდვა · 2017-11-12 19:07:03 · 451 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა ლუკა ფეიქრიშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა. მისი მტკიცებით, გამოძიება მის წინააღმდეგ არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს და პროკურატურას მის წინააღმდეგ ცრუ მოწმეები მოჰყავს.

ლუკა ფეიქრიშვილი ერთ-ერთია იმ 16 ადამიანიდან, რომელიც საკრებულოსთან გამართული აქციის დროს დააკავეს.

ახალგაზრდას სამართალდამცავებმა ბენზინის გადასხმის საშუალება არ მისცეს და დააკავეს.



ავტორი: Mediamall.ge