გიორგი მღებრიშვილი, სავარაუდოდ, კრიზისების მართვის საბჭოს უხელმძღვანელებს
ამობეჭდვა · 2017-11-12 19:46:13 · 417 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან გადის და კრიზისების მართვის საბჭოს უერთდება. imedinews.ge-ს ინფორმაციით, ახალ ორგანოს შსს-ს ამჟამინდელი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც სავარაუდოდ ხვალ პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადააყენებს.

გიორგი მღებრიშვილის გარდა, სავარაუდოდ, თანამდებობებს დატოვებენ: ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი.

 



ავტორი: Mediamall.ge