„გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება დაუშვებელია“ - ნინო ჩხობაძე
ამობეჭდვა · 2017-11-12 19:52:14 · 70 ნახვა

 

გარემოს დაცვის სამინისტროს სავარაუდო გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე ეხმიანება. მისი განცხადებით, დაუშვებელია ამ სტრუქტურის გაუქმება, როდესაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კნონმდებლობების ჰარმონიზაცია მოხდეს.

არსამთავრობო ორგნიზაციაში განმარტავენ,რომ ამ ვალდებულებების სათანადო შესრულება გამორიცხულია, თუ სახელმწიფოში არ იარსებებს ამ ვალდებულებების შესრულებზე პასუხისმგებელი კონკრეტული ერთი, დამოუკიდებელი სამთავრობო ინსტიტუცია.

პრემიერის ბრიფინგის შემდეგ, მწვანეთა მოძრაობა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ვრცელ განცხადებას გაავრცელებენ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ბრიფინგს ხვალ, 11:00 საათზე გამართავს.



ავტორი: Mediamall.ge