ლიბანის ხელისუფლება გაუჩინარებულ პრემიერს ეძებს
ამობეჭდვა · 2017-11-12 20:04:29 · 193 ნახვა

ლიბანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური სკანდალი მწიფდება. ამის მიზეზი ლიბანის პრემიერი საად ჰარირია, რომლის ადგილსამყოფელის შესახებ უკვე ერთი კვირაა არაფერია ცნობილი.

საად ჰარირიმ 4 ნოემბერს ერ-რიადში სამუშაო ვიზიტის დროს მოულოდნელად გადადგომის შესახებ განაცხადა.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა საუდის არაბეთისგან "იმ მიზეზების დაუყოვნებლივ განმარტვა მოითხოვა", რის გამოც საად ჰარირი ბეირუთში დაბრუნებას ვერ ახერეხებს.

თავად ჰარირიმ თავის ტელემიმართვაში განაცხადა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ირანს არაბულ რეგიონში დესტაბილიზაციაში დასდო ბრალი.



ავტორი: Mediamall.ge