ავარიას ოზურგეთში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-12 20:11:14 · 341 ნახვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ფეხით მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. დედა ადგილზე დაიღუპა, ხოლო 20 წლის შვილი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. იგი საავადმყოფოდან უკვე გადაწერეს.

მომხდართან დაკავშირებით აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



ავტორი: Mediamall.ge