„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა იწყება
ამობეჭდვა · 2017-11-12 20:35:43 · 92 ნახვა

მმართველი გუნდის წევრები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იწყება.

განხილვის მთავარი თემა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებია.

შეხვედრაზე პარტიის მთავრობის მეთაური, გიორგი კვირიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, სავარაუდოდ, დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს გააცნობს.