„არჩევნების მეორე ტური წყნარად, განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე ჩატარდა“ - იან კელი
ამობეჭდვა · 2017-11-12 20:54:28 · 85 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე ჩატარდა.

„არჩევნების მეორე ტური ჩატარდა წყნარად, განსაკუთრებული ინციდენტების გარეშე. მოხარული ვართ ამის გამო და გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში განმტკიცდეს გამჭვირვალე, პლურალისტური და დემოკრატიული სისტემა“,– განაცხადა იან კელიმ.



ავტორი: Mediamall.ge