საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
ამობეჭდვა · 2017-11-12 20:58:50 · 152 ნახვა

ხვალ, 13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 100 ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. პარაკლისი 17:00 საათზე ჩატარდება. ამის შესახებ ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა.

„შეგახსენებთ, რომ ორშაბათს არის ასი ათასი მოწამის ხსენება. საღამოს 5 საათზე შესრულდება პარაკლისი ხიდზე, მეტეხის ტაძართან. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – განაცხადა ილია მეორემ.



ავტორი: Mediamall.ge