კახა კალაძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ილია მეორეს ესტუმრა (ფოტო)
ამობეჭდვა · 2017-11-12 21:10:36 · 465 ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა. 

უწმინდესმა კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები დალოცა, ქალაქის მერს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კახა კალაძემ საქართველოს პატრიარქს თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტები გააცნო. 

შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა ახალარჩეულ მერს საჩუქრად წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სპირიდონის  ხატი გადასცა.

 



 

 

 

 

 



ავტორი: Mediamall.ge