ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 56,70% შეადგინა
ამობეჭდვა · 2017-11-12 21:39:02 · 104 ნახვა

ოზურგეთის მე-60 ოლქში 62-ე საარჩევნო უბანი 8 საათზე ყოველგვარი ექსცესების გარეშე დაიხურა.

ოზურგეთის ერთიან საარჩევნო სიაში რეგისტრირებული 62 290 ამომრჩევლიდან, მეორე ტურში საკუთარი პოლიტიკური ნება 35 908 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 56,70%-ია.

მეორე ტურში ოზურგეთის მოსახლეობამ არჩევანი „ქართული ოცნებიდან" ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ კოტე შარაშენიძეს შორის გააკეთა. პირველ ტურში კანდიდატებს შორის სხვაობა მხოლოდ 507 ხმა იყო.

 



ავტორი: Mediamall.ge