ვიქტორ დოლიძე და კახა კახიშვილი მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ
ამობეჭდვა · 2017-11-12 21:56:44 · 814 ნახვა

სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებას არსებული სახით გააგრძელებს და ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეეხება. ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმებოდა და ამ უკანასკნელს თეა წულუკიანი უხელმძღვანელებდა, კახა კახიშვილი კი ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა, რომლის შექმნაც მთავრობას დაანონსებული აქვს.

გარდა ამისა, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უქმდებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ეს მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადიოდა.



ავტორი: Mediamall.ge