განათლების მინისტრის პოსტს, სავარაუდოდ, მარიამ ჯაში დაიკავებს
ამობეჭდვა · 2017-11-12 22:49:42 · 3085 ნახვა

განათლების მინისტრის პოსტს, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ,  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს თავმჯდომარე მარიამ ჯაში ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპრეს"-ი ავრცელებს.

მარიამ ჯაში ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ყველაფერი გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

"ჩემთვის ეს ინფორმაცია უცნობია და შესაბამისად ვერ დაგიდასტურებთ, რადგან განსაკუთრებით კარგი თანამშრომლობა გვაქვს პარლამენტის კომიტეტსა და განათლების სამინისტროს შორის ბატონი სანდრო ჯეჯელავას ხელმძღვანელობით. აქვე, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ განცხადებამდე და მმართველი გუნდის უმრავლესობის ფორმატში ცვლილებების შეჯერებამდე ნაადრევია შეფასებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით", - განუცხადა მარიამ ჯაშმა "ნიუპრესს".



ავტორი: Mediamall.ge