ქუთაისში, კაზინოში თამაშის დროს კაცი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 2017-11-12 23:20:43 · 772 ნახვა

ქუთაისში, სლოტ კლუბში კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "პირველი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სლოტ კლუბში თამაშობდა, რა დროსაც მას გულმა დაარტყა და გარდაიცვალა.

შემთხვევა წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე bet live-ში მოხდა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.



ავტორი: Mediamall.ge