წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლიდერობს
ამობეჭდვა · 2017-11-13 00:41:22 · 398 ნახვა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ლიდერობს. 

ამ დროისთვის, ოზურგეთში 62 უბნიდან დათვლილია 37 უბნის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, შარაშენიძეს ხმათა 51.71% აქვს მიღებული, ხოლო მის ოპონენტს ქართული ოცნებიდან ბეგლარ სიორიძეს 48.29 %.

მონაცემები საბოლოო არ არის და ის ეტაპობრივად ახლდება.

 



ავტორი: Mediamall.ge