მარტვილში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ამობეჭდვა · 2017-11-13 00:45:21 · 99 ნახვა

მარტვილის მუნიციპალიტეტში გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ გაიმარჯვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და დასძნა, რომ მას მოსახლეობამ 90%-იანი ნდობა გამოუცხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, იმისთვის რომ მერობის კანდიდატად წარმადინა და მარტვილის მოსახლეობას რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა. ხვალიდან შევუდგები მუშაობას და იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობისთვისაა გამიზნული", - თქვა გრიგალავამ. 

მარტვილის #65 საოლქო-საარჩევნო კომისიის 39-ე უბნის მონაცემების მიხედვით, გრიგალავამ 11 480 ხმა მიიღო, რაც მარტვილში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 93.04%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა მამუკა დანელიამ უარი განაცხადა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე, მან ხმათა გარკვეული რაოდენობა მაინც მიიღო.



ავტორი: Mediamall.ge