ოზურგეთში გამარჯვებას ორივე კანდიდატის მხარდამჭერები წინასწარ ზეიმობენ
ამობეჭდვა · 2017-11-13 01:07:56 · 561 ნახვა

ოზურგეთის 62 საარჩევნო უბნიდან ჯერ მხოლოდ 32 უბნის შედეგებია ცნობილი, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე 2,3 %-ით უსწრებს „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ჯერ საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის, გამარჯვებას ორივე კანდიდატის მხარდამჭერები ზეიმობენ, რასაც საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერების აქციას „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ჩაუარეს მანქანით, რასაც შარაშენიძის მხარდამჭერების გაღიზიანება მოჰყვა და შარაშენიძის მხარდამჭერებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მანქანას გზა გადაუკეტეს, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, სამართალდამცველებმა ვითარება მალევე განმუხტეს.



ავტორი: Mediamall.ge