ფეხბურთის გულშემატკივრებმა ბრიუსელში არეულობა მოაწყვეს
ამობეჭდვა · 2017-11-13 01:14:18 · 108 ნახვა

ბრიუსელში მაროკოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო,  რაც მაროკოს ნაკრებმა კოტ-დ'ივუარი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც 2018 წელს რუსეთში გაიმართება.

მოგების საზეიმოდ ბრიუსელი ქუჩებში 300-მდე ადამიანი გამოვიდა. ბელგიის ხელისუფებლების ცნობით, მათ ვიტრინები ჩაამსხვრიეს და მაღაზიები გაქურდეს. ამასთან, პოლიციას ქვები დაუშინეს და მინიმუმ 1 ავტომობილი დაწვეს. 

პოლიცია იძულებული გახდა არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემსადენი გაზი გამოეყენებინა. 



ავტორი: Mediamall.ge