ნასაკირალის უბანი, სადაც „ქართული ოცნება“ განმეორებით კენჭისყრას ითხოვს, კონსტანტინე შარაშენიძემ მოიგო
ამობეჭდვა · 2017-11-13 02:16:36 · 996 ნახვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე, სადაც „ქართული ოცნება“ განმეორებით კენჭისყრას ითხოვს, საარჩევნო ოქმის მიხედვით, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოიგო.

ამ უბანზე 712 ამომრჩეველი მივიდა, მათგან 280-მა ხმა ქართული ოცნების კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს მისცა, 394 ამომრჩეველმა კი დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს.

ამ დროისთვის, ოზურგეთში 62 უბნიდან დათვლილია 61 უბანი. წინასწარი შედეგებით, სიორიძეს 50.05% აქვს, შარაშენიძეს - 49.95%.

ქართულმა ოცნებამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე განმეორებით კენჭსყრას მოითხოვს. 



ავტორი: Mediamall.ge