წინასწარი შედეგებით, ოზურგეთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა
ამობეჭდვა · 2017-11-13 08:25:20 · 205 ნახვა

ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა.

ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შემავალ 62 საარჩევნო უბნის ხმების დათვლა გვიან ღამით დასრულდა. შარაშენიძემ ,,ქართული ოცნების“ კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს 84 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით შარაშენიძეს 50.11% აქვს, ხოლო სიორიძეს 49.89%.

საოლქო კომისიათან შეკრებილ მედიის და საარჩევნო კანდიდატების მხარდამჭერებს მეორე ტურის შედეგებზე ბოლო ინფორმაცია ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გვიან ღამით მიაწოდა: ,,შემოსულია 62-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები, ბეგლარ სიორიძემ მიიღო 17 227 ხმა, კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 17 306 ხმა“.

საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს  შარაშენიძემ მადლობა გადაუხადა.

 

 



ავტორი: MediaMall.ge