ირანისა და ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას 141 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-13 08:37:31 · 342 ნახვა

BBC-ს ცნობით, წუხელ, გვიან ღამით, ირანისა და ერაყის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას 141 ადამიანი ემსხვერპლა. 

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. რყევები იგრძნობოდა თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა. არის სატელეფონო კავშირის პრობლემები.

 



ავტორი: Mediamall.ge